მთავარი > კინომანია > ორჯერ დაბადებული/Twice Born 2012

ორჯერ დაბადებული/Twice Born 2012


twice-born-poster02ნუ წაიკითხავ ამ პოსტს. ჯერ ფილმი ნახე.

„ორჯერ დაბადებული“ (Twice Born) ერთ-ერთი ძლიერი ფილმია, რაც ბოლო დროს ვნახე. Sergio Castellitto-მ ფილმი 15 კვირაში გადაიღო Margaret Mazzantiniის ბესტსელერის მიხედვით. დასაწყისში სიუჟეტი სასიამოვნოდ ვითარდება, ბევრი მხიარული კადრია, რომელიც გითრევს, თანდათან კი მკაცრ და სასტიკ სასიყვარულო ისტორიად გრძელდება.

თავიდან იცინი, შემდეგ ცახცახებ – ზიზღისგან, სიბრაზისგან, უმწეობისა და სირცხვილისგან… კადრები იმდენად ცოცხალია და ემოციებიც ისე ახლოს მოაქვს!..

ჯემა (პენელოპა კრუზი) იღებს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს სახლი იტალიაში და თინეიჯერ შვილთან ერთად ეწვიოს ფოტოგამოფენას სარაევოში – ქალაქში, სადაც 16 წლის წინ იპოვა საყვარელი ადამიანი. მის თავბრუდამხვევ და მტკივნეულ წარსულს სარაევო ინახავს, წლების წინ ომის სისასტიკეში გახვეული რომ დატოვა ჩვილით ხელში.

ჯემა ბრუნდება ქალაქში, რომელიც ბოლომდე უმზადებს ომის თანმდევ გულისამრევ სიანმდვილეს, თავის წარსულთან მოურიდებელ შეჯახებას და მთელი განფენილობით წარმოუჩენს დანაკარგს.

კადრები თანდათან ყველაფერს გვიმჟღავნებს – რა ამაზრზენი სისასტიკე მოხდა რეალურად სარაევოში, როგორ ამახინჯებს ფსიქიკას და სამუდამო დაღს ასვამს ცხოვრებას ომის მწარე და აუტანელი ყოფა…

სიუჟეტის ძლიერი სახასიათო და განსაკუთრებულად ცოცხალი რეტროსპექციები ჩვენს თვალწინ აცოცხლებს 16 წლის წინ დაწყებულ სიყვარულს. შეუძლებელია, არ შეამჩნიო ფერები და ფოტოგრაფიული აღქმით გაჯერებული ჩანართები… ბოსნიის ომის კადრებით კი რეჟისორი კიდევ ერთხელ უმტკიცებს მსოფლიოს, რომ

ხშირად გვჭირდება შეხსენება იმ ყოველივეზე, რაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, ჩვენგან არც ისე შორს!..“

twice-born01

twice-born05

twice-born06

twice-born-image03

twice-born-image09

twice-born10

twice-born08

twice-born-image02

twice-born07

კატეგორიები:კინომანია
  1. July 17, 2013 at 9:53 am

    არ აჩვენებს იუთუბიიიიიიიიიიიიიიიიიიი

  2. August 25, 2013 at 2:51 pm

    უძლიერესია❤
    მეც მაქვს ამ ფილმზე პოსტი :))

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: