მთავარი > კინომანია, ლიტერატურა, სა-ქართველო > ახალი ქართული ფილმი – “ყველაფერი ადამიანებზე”

ახალი ქართული ფილმი – “ყველაფერი ადამიანებზე”


8როცა ქვეყნის გარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანებზე შორიდან ვიგებ, ერთდროულად გულისწყვეტაც მაქვს და იმედის ნაპერწკლების შემოტევაც. 2013 წლის 17 სექტემბერს გიორგი აბაშიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერაზე დავრწმუნდი, რომ უმჯობესია თუნდაც ქვეყნიდან შორს, მაგრამ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებდე და საქართველოში დარჩენილი შენეულების იმედის ნაპერწკალს მუდამ გაღვივების საფუძველს აძლევდე.

კინორეჟისორი გერმანიაში მოღვაწეობს. ფილმი – „ყველაფერი ადამიანებზე“ რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე ააგო. როგორც მან აღნიშნა, ამ ფილმით სცადა პროზის მიღმა მკითხველისთვის შეუმჩნეველად გაბნეული დუმბაძის ფილოსოფია ზედაპირზე ამოეწია. ცხრა ნაწილისგან შემდგარი კინოსცენარი ეტაპობრივად ვითარდება ხან ქართულ, ხან კი გერმანულ სივრცეებში. უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში გადაღებული სიუჟეტები ბევრად შთამბეჭდავი და ხარისხიანი მეჩვენა. ფილმის ყველა ნაწილს თავისი მძაფრი, თბილი, ჩამაფიქრებელი და იუმორისტული ხასიათი აქვს.Alles über Menschen 7

დაკვირვებული მაყურებელი იმასაც შეამჩნევს, რომ ცხრავე ნაწილს საერთო ლაითმოტივად დუმბაძის მოთხრობა – „მზე“ დაჰყვება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გერმანელი მსახიობებიც ასე შეძლებდნენ ქართული სულის მოთხორბების გათავისებას. აქ უკვე სამსახიობო პროფესიონალიზმის გარდა, რეჟისორის დიდი ძალისხმევა მჟღავნდება.

ფილმი ქართულ ეკრანებზე დაახლოებით ერთ წელიწადში გამოჩნდება, მანამდე კი მის წარდგენას რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი ელის. მიუხედავად იმისა, რომ სცენარი გადაღებულია არაკომერციული გათვლებით, ვფიქრობ, მაყურებლის ინტერესს და მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებს. მე კი მახარებს იმაზე ფიქრი, რომ აქამდე უტოპიად წარმოსახული ცნება – „ქართული თანამედროვე კინემატოგრაფია“ – თითქოს გაცოცხლებას იწყებს.  :)

კადრები ფილმიდან:

1

2

4

5.1

7

6

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: