მთავარი > მწვანე ქოხში მომწყვდეული აზრები, ჩაკეტილი სივრცე > დედამიწისფერთვალებიანი ბლოგის სტატისტიკა

დედამიწისფერთვალებიანი ბლოგის სტატისტიკა


ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა არ არსებობდა და უცხო იყო ცნებები – ბლოგროლი, ბლოგოსფერო, ბლოგერები, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავცქერდი სარკმლიდან, ჩემი სახლის აივნიდან ძალიან დიდ მანძილზე წამოზიდულ, მთვარის შუქზე შორეულ ბინდბუნდში გახვეულ თრიალეთის ქედებს  ვწვდებოდი მზერით და ვწერდი…

ვწერდი საგულდაგულოდ შერჩეულ ბლოკნოტებში, სკოლის დავალებებით შევსებული რვეულის ბოლო გვერდებზე, სახატავ ფურცლებზე… შემდეგ, გადამალვის მიზნით, ჩუმად ვინახავდი ლეიბის ქვეშ, თაროზე დაკეცილი ტანსაცმლის ფენებს შორის, წვრილმანით სავსე უჯრების მიღმა. ბავშვური მოსაზრებით, მერიდებოდა და ვშიშობდი, რომ ერთ დღესაც იპოვიდნენ, წაიკითხავდნენ და იტყოდნენ – “დიდი არაფერი”, “არაუშავს, ჯერ პატარა ხარ და არ იცი როგორ წერო”, “რომ გაიზრდები, უკეთესად შეძლებ”, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში -“ეს შენი დაწერილი არ იქნება”, როგორც დამრიგებელმა მითხრა ერთ დღეს, როცა მისივე დაჟინებული მოთხოვნით გაეცნო ჩემს ლექსს…

მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, დედამიწისფერთვალებიანი ბლოგი ჩემს ყველაზე საყვარელ ელექტრონულ რვეულად იქცა! ახლა აღარ ვმალავ აზრებს, თამამად ვწერ ყველაფერზე, რაც მაინტერესებს!  მართალია, ბლოგზე უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება პოსტები, რადგან ხშირად ვეღარ ვიტოვებ დროს ფანჯრიდან მთების და მთვარედაკიდებული ცის საცქერლად. რაც უფრო ვიზრდები, დრო უფრო აღარ მყოფნის, არასაკმარისი მეჩვენება… სამაგიეროდ, როგორც კი ამ სწრაფმსრბოლ განზომილებას და მუზა-განწყობილებებს ხელთ ჩავიგდებ, თავისუფლად ვწერ საყვარელ თემებზე და ზუსტად ისე ვწერ, როგორც მსიამოვნებს აზრის გადმოცემა!..

ნაცნობ-უცნობების ხშირად დასმული კითხვები:

– “რატომ წერ, რა მიზნით?”

– “რა ინტერესი გაქვს, როცა წერას იწყებ?”

– “ამდენ დროს რატომ უთმობ თემის დამუშავებას, თუკი ანაზღაურება არ გაქვს?”

– “ფილმების მიმოხილვისას რატომ წერ ისე, თითქოს, ეს ასეა? ასე ხომ შენს აზრს გვახვევ თავზე?”

მე მიყვარს ჩემი ბლოგის თითოეული მკითხველიც და გადამკითხველიც, თავისი კრიტიკული თუ თანხვდენილი მოსაზრებებით!!!🙂 თქვენი დამსახურებაა, რომ ყველა ზემოთ მოცემულ კითხვას პასუხი გაცემული აქვს!..😉 :*

my blog's stuts

23 იანვარი, 2014

პერსონალური ფეიჯების სტატისტიკა Top.ge-ზე

პერსონალური ფეიჯების სტატისტიკა Top.ge – ზე       23.01.2014

2011 წელს დაწერილი ბლოგის ყველაზე კითხვადი პოსტი“100 ფოტო, რომელმაც შეძრა მსოფლიო” – დღემდე დიდ როლს თამაშობს ვიზიტორთა/მკითხველთა ოდენობაზე.  მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 თვე ვაგროვებდი პოსტში თავმოყრილ ფოტოებს და ვამუშავებდი ისტორიებს, ვთვლი, რომ სრულყოფილი მაინც არაა… სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ კიდევ ბევრი შემზარავი კადრის მოძიება შეიძლება დედამიწის სისხლისფერი ისტორიიდან!

ბლოგის სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის დღემდე ლიდერობს 2011 წლის სტატისტიკა.

ბლოგის ვიზიტორთა 2011 წლის სტატისტიკა

ბლოგის ვიზიტორთა 2011 წლის სტატისტიკა

  1. May 21, 2015 at 3:04 pm

    მაგარი სტატისტიკაა )) ჩემი ბლოგი → http://www.qwelly.com/profiles/blog/list?user=3flbzmfzti4h8

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: