შტრიხები პორტრეტისათვის
ბლოგის თემებია: წიგნები, ფოტოგრაფია, ცხენები, მოგზაურობა, ფილმები; კიდევ სხვადასხვა ნუგბარ-საკითხავები.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, რომლითაც შეგიძლიათ გაიცნოთ ბლოგის ბინადარი.
მეძახიან – თათას ან თათულის
ვარ – ფლეგმატიკი სანგვინიკის ნიშნებით, რომელიც ღამურასავით ღამით ბევრად პროდუქტიულია.
პროფესიით – იურისტი; იურისპუდენცია ჩემი კანონიერი ქმარია, ლიტერატურა, ფოტოგრაფია და კინო – საყვარლები! 😉
აქვე გეტყვით, რომ ვეჭვობ სწორი იყოს გამოთქმა: “ქალების 3 ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და იურისტები”… 😛
ბავშვობაში ვიყავი – სერიოზული, გულჩათხრობილი და ბუზღუნა.
ახლა ვარ – პრინციპული, მიზანმიმართული, პირდაპირი და რეალისტი.
ვწერდი – ლექსებს, მოთხრობებს და მოკლე ჩანახატებს.
ვწერ – სტატიებს პროფესიულ საკითხებზე და პოსტებს თავისუფალ თემებზე.
ჩემი დილა იწყება – ერთი ჭიქა ყავით და ელ.ფოსტის შემოწმებით.
არ მიყვარს – სიცრუე, უგულო ცინიზმი, საჭირო დროს უპასუხისმგებლო მიდგომა, დროის ტყუილად და უინტერესოდ ფლანგვა, უშინაარსო ფილმები, არაფრის მომცემი წიგნები, უმიზეზო და მიზანმიუმართავი წერა, ყალბი ურთიერთობები, არაბუნებრივი მანერები…
მიყვარს – ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის საწინააღმდეგო. …კიდევ ბუნების წიაღში დასვენება, ფოთლებისა და ზღვის შრიალისთვის ყურის გდება, ცივი და სუფთა წყაროს გემო, მაღალი მთების მედიდური გამომეტყველება, წვიმიან ამინდში ბუხრის წინ სასმელის წრუპვა. ჭადრაკი, წერა, ღამეების გათენება… პ.ს.შემდეგი კომბინაციები: ლუდი და ჩიფსი, ყავა და შოკოლადი 😉
მეზარება – წვიმაში და ქარში სახლიდან გასვლა, ისედაც ნათელი სიტუაციების თავიდან ახსნა.
ვერავის ვპატიობ – ღალატს (საქმე იქნება ეს თუ სახვაგვარი ურთიერთობა)
მაქვს – 3 ძირითადი მიზანი ცხოვრებაში, ბავშვობაში დაწერილი ლექსები და ჩანახატები, განსხვავებული და საინტერესო ადამიანებისგან შემდგარი მეგობართა დიდი წრე, რამდენიმე გამოუქვეყნებელი კვლევა, რამდენიმე დასაბეჭდად გამზადებული სტატია, როგორც ამბობენ საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება, პათოფობია, ნიქტოფობია და აკროფობია… 😛
დამატებითი “შტრიხები”:
ისა რამდენი წლის ხარ?
მომეწონა შენი ბლოგი ძალიან.:)
თან დამაინტერესე.;)
25 🙂 შენ რამდენის ხდები?
მიხარია რომ დაგაინტერესა
უი 🙂
მე 17ის.
უმაგრესია 17 წელი;-) მაგ დროს მეც ეგეთი რეაქცია მქონდა 25 წლის გოგოებზე 😀
არა მე უფრო პატარა მეგონე და იმტომ 😀
“ქალების 3 ტიპი არსებობს – კარგები, ცუდები და იურისტები”… ეს არ გამიგია:) მეც იურისტი ვარ:)საერთოდ ძალიან კრეატიული დახასიათებაა:)
იმედს ვიტოვებ, რომ ავტორმა ეს ფრაზა მხოლოდ დიდი იუმორით თქვა. იურისტი ქალებიც შეიძლება იყვნენ კარგები ან ცუდები:)) რას გვერჩიან!?:))))
მომეწონე:)
ხშირად წაგიკითხავ აწი.
ეს ამბავი მომწონს:)
შენს შენიშვნებს/მოსაზრებებს დაველოდები და თან შენს ბლოგს ჩავუჯდები 😉
ase jer aranairi blogit da saitit ar davinteresebulvar.. dzalian sainteresoo xar,rogorc aqaurobaaa 🙂 gmadlobt,
ახლადშეძენილი მკითხველების შემდეგ ჩემს ბლოგს ისღა დარჩენია, კიდევ უფრო აფორიაქდეს:)) რომ თავისი მკითხველის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს, უფრო საინტერესო და სასურველი თემებით მოამარაგოს 🙂
ძალიაააან მომეწოონეე, საინტერესო ბლოგი გაქვს, ხშირად შემოვალ , და სულ წავიკითხავ შენს პოსტებს , წარმატებები :* ))
მე კი ვეცდები ყოველ შემოსვლაზე ნუგბარ-პოსტები დაგახვედრო :*;)
მომეწონა ბლოგი ძალიან ^^ სრულიად განსხვავებული ,მათგან ,რომლებიც აქამდე მინახავს. თემა ძირითადად ფოტოგრაფიაა და მეც უზომოდ მაინტერესებს ეგ სფერო ^^ ყველაზე მეტად გამიხარდა ის,რომ ყოველი მეორე ბლოგერივით ერთნაირი “აქტუალური” თემები არ გაქვს სხვადასხვანაირად “დაღეჭილი” |(.. აქ სხვა სამყაროა და მომეწონა ^^ წაგიკითხავ ყოველთვის ^^
მელმონ, გმადლობ:) სწორად შენიშნე – აქტუალურ თემებზე წერა არ მიყვარს, მითუმეტეს სხვებს თუ უკვე გაშუქებული აქვთ:) ფოტოგრაფია კი ყველა პოსტს, ასე თუ ისე, ძირითად ხასად გასდევს ბლოგის დაარსების დღიდან 😉
შენი ბლოგი ჩემს ბლოგროლებში დავამატე,თუ წინააღმდეგი არ იქნები^^
არა, რა წინააღმდეგი – პირიქით 🙂
შენს ბლოგსაც ვკითხულობ ხოლმე;)
^^ ამმ! მადლობ (ჰაგ) :დ:*
facebooke ar gakvs?
Archil, ახლახანს დავამატე ბლოგზე FB-ის პროფილის ბეჯი, საიდანაც ბლოგის მკითხველი შეძლებს ავტორის მოძებნას 🙂
yvelaafrit sainteresoo adamiaanoo ❤
გამარჯობა თათა
თათული, რადგან ლიტერატურით ტკბობა მცირედთა სურვილით ხდება , შენი მცდელობა, ინფორმაციის სახით მაინც მიაწოდო საზოგადოებას სამშობლოს ცხოვრების ქრონიკები, მეტად დასაფასებელია. მჯერა, რომ გამართულ და მკითხველის პატივისცემით გამსჭვალულ შენს ნაშრომს ამით არ დაასრულებ . წარმატებას გისურვებ ყოველ საქმეში!