Archive

Archive for the ‘პოეზია ჩემებურად’ Category

სხივების სახრჩობელაზე

თებერვალი 5, 2011 1 comment

სულის ძაფები თრთოდნენ მხურვალედ,

შენთან შეხვედრის ახრჩობდათ ნდომა,

ფოთლების ზღვაში ვიყავ მუხლამდე

და ბედისწერას კანი უკრთოდა.

 

წვიმის მანტია მომესხა მხრებზე

და ქარის რაშით ვაპობდი მანძილს,

მე შიშველ ტერფებს ვითბობდი ცეცხლზე,

ხელს არ ვუშლიდი აწყვეტილ აღვირს.

* * * * *

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რიჟრაჟზე რეკდა მწუხარე ზარი,

ტკენა დაკვროდა ყვავილის ფურცლებს,

სხივებს ეკიდა სხეული ქალის,

აქ მარტოობა ლოკავდა მუხლებს.

 

ცის თაღს სცვიოდა წარსული ფიქრი

და ბედისწერის ქროდა ხარხარი…

უკვე სავანე ეპოვა მშვიდი,

თმას უვარცხნიდა ხროტინით ქარი.

 

19 წლის

Advertisements
კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

თეთრი ასულის შავი პირბადე

თებერვალი 5, 2011 დატოვე კომენტარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულ სიჩუმეში ჩამოწვეთა ერთმა ფოთოლმა

და წამით სადღაც ნაღვლიანი სიმი ათრთოლდა.

შავი პირბადე მარტოობას ხელით მოჰქონდა

იდუმალ სიტყვებს უცნაური ჟღერით აკრთობდა

 

თეთრი ასული მოშრიალე გზებს მიჰყვებოდა,

სევდა სუსტ მხრებზე ნაზად აწვა თმააჩეჩილი.

ფოთლების მტვერში უფერული ცრემლი ხვდებოდა,

ვერ გაიგებდი ვინ ტიროდა სევდა თუ ქალი

 

ოქროსფერ კაბის შრიალს ნთქავდა ფოთოლთა ჩქამი

და თხელ ნაჭრებში მონაცვლებით კრთოდა ტერფები,

სიშიშვლეს კანის სიქათქათე წაერთვა მათთვის,

სუსხი დაკვროდა სუსტ წვივევბზე ცრუ მოფერებით.

 

არ თოვდა ციდან, მაგრამ ფიფქი აცვივდა მხრებზე,

არც წვიმდა თითქოს, თუმცა გულის სისველე ჰკლავდა,

თეთრ თითებს შორის მას ეჭირა შავი პირბადე,

სადღაც მას გზაზე მარტოობა ენახაჩანდა

 

19 წლის

 

 

 

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

…..

თებერვალი 3, 2011 დატოვე კომენტარი

თავბრუდახვეულ მზისფერ ტალღებს მოვყავარ შენთან,

შენ კი მიმზერ და მდუმარებით მეტყველი მხვდები.

თავს შევაფარებ სევდისაგან მოვერცხლილ ვერხვებს…

არაფერს ამბობ, თუმცა მაინც ყველაფერს ხვდები.

 

2004 წ. 8 ივნისი. სამშაბათი

19 წლის

 

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

აპრილის წვიმის ტანაქერცლილი ფიქრები

თებერვალი 1, 2011 4 comments

ქუჩაში წვიმა თავს იგიჟებს, თრთოლვით ტანს ინგრევს,

გრძნობის მორევში ჩათრეული აპობს სივრცეებს,

ცეკვისას თმებში ტანაქერცლილ ფიქრებს ჩაიბნევს,

კალთებს დააგლეჯს შემოპარულ ცისფერ სიბნელეს.

გაოცებული ვუყურებდი გიჟმაჟურ წვიმას,

თავგაგიჟებით რომ ცეკვავდა გადაღებისას,

მსგავსი არასდროს მიფიქრია რატომღაც წინათ –

ეს მე ვიყავი, მე ვიყავი გიჟური წვიმა!

მე ვიღვრებოდი მონატრების უთვალავ წვეთად,

თავდავიწყებით მაცეკვებდა დარდი და სევდა,

წვიმადქცეული დაგეძებდი წუხელ სუყველგან,

გრძნობის წვეთები იღვრებოდა ციდან ამქვეყნად.

შენთვის ვაწვიმდი დედამიწას, მოვრბოდი შენთან,

გზააბნეული შევუერთდი წვეთების ცეკვას,

ვეფერებოდი ფიქრადქცეულ ღრუბლების რწევას,

თან მოვყვებოდი ბობოქარი ტალღების ღელვას.

2004 წლის 20 აპრილი

19 წლის

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

…….

წვეთი წვეთს მიჰყვება, ფარდა ფარდას ფარავს,

წვიმის ფარდების ცვლაში საუკუნეები გავა.

შხაპუნა წვიმებმა ჟამთა ისტორია შალა.

დროთა ქარტეხილებს რაც კი გადაურჩათ, ისიც წვიმასთან წავა…

მან კი ყოველივე ნიაღვრებს გაატანა, რაც კი შეეძლო ფარა.

მოღწეულ ნაფეხურებს საფრთხე დაემუქრა – მარადისობაში გაქრა,

რაც შალა, ისიც გულში დაიმარხა, სადღაც კუნჭულებში დარჩა,

ეს დარდი წვიმის წვეთებად წამოვიდა მისი გულიდან ახლა…

 

2002 წლის 15 მარტის განთიადი

17 წლის

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად

ბილიკები

სევდის მორევმა მთლად ჩამითრია და მწუხარების ტალღამ დამფარა,

ქარს ავედევნე სახეტიალოდ, დარდმა ჩამინთქა მიუსაფარმა,

გზაზე შემომხვდა აკაკის სატრფო – თვალცრემლიანი და სულ პატარა…

გალაკტიონის მზემ თიბათვისამ ყურს ჩამჩურჩულა ნაზად რაღაცა…

 

სევდის ბილკზე მივაბიჯებდი, ქარი ზუზუნით გარს მეხვეოდა,

შორიდან ხმები აღწევდა თითქოს, ვაჟას არწივი უხმოდ კვნესოდა…

გააფთრებული ღმუოდა ქარი, ხეზე ფოთოლიც არ ირხეოდა

და მის ზუზუნში ისმოდა ნანა – აკვანში მყოფი ყრმა ირწეოდა…

 

მწვანე ფოთოლთა იწყეს შრიალი, ილიას ლოცვა უკან მომდევდა…

ღრუბელთა სრბოლა წამში შეჩერდა – ტატოს მერანმა ცა გადმოკვეთა…

გადაიქროლა ცის თაღი უცებ, სადღაც სივრცეში გაუჩინარდა;

XIX-დან XXI-ეც როგორ დაიპყრო – გულს გაუკვირდა.

 

თეთრმა მერანმა დრო-ჟამს გაუსწრო, საუკუნეებს გადაუქროლა,

ეპოქებს შერჩათ მისი ფლოქვები და ეხლაც დროში მიექანება…

სევდის ბილიკზეც რომ ჩამიქროლა, რაღაც ღვთიური ძალა შემმატა,

მან დრო დაიპყრო და დროში დარჩა, ჟამთა ცვლა ვეღა მიეკარება!..

 

2002 წლის იანვარი

17 წლის

 

თეთრი რაში

იანვარი 23, 2011 1 comment

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღამის წყვდიადში მარტოსული ვდგავარ ობოლი,

სიბნელე თმებში მეხლართება, გულში მეხვევა

და სიმუქიდან ჩემსკენ მოქრის მთლად თეთრი რაში,

ვხედავ მის ფაფარს – აწეწილი როგორ მეხება.

 

როგორც გრიგალი, მოისწრაფვის, ჩემკენ მოილტვის

და გული თითქოს სულ ამაოდ ლამობს აშვებას,

თავაწყვეტილი მოაქანებს დაოთხილ ფლოქვებს,

ასე მგონია, საბოლოოდ ვხედავ – გამთელავს.

 

ვნებით ანთებულ ამ ცეცხლოვან თვალებს რომ ვუმზერ,

გარკვევით მესმის თეთრი რაშის ველური ქშენა,

უკან მოჰყვება მომქროლავი ფოთოლთა ჯარი,

აღტაცებულნი აჰყოლიან გიჟმაჟურ რბენას…

 

ღამე ბნელ ხელებს შემპარავად თმაში მიცურებს,

თავისკენ უნდა მიმიზიდოს და მალავს კოჟრებს,

რაში კი მოქრის, ამ ბნელ ტალღებს ჩემსკენ მოაპობს,

სახეში მაყრის უკან ლაშქრად მომქროლავ ფოთლებს…

 

2001 წლის 13 დეკემბერი. ხუთშაბათი.

16 წლის.

 

კატეგორიები:პოეზია ჩემებურად